„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე დღეს ისნის რაიონში მდებარე „ამტელ ჰოსპიტალს“ ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატი ექიმებს და ახალი სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებს გაესაუბრა.
ვაშაძემ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, მათ შესაბამის კლინიკებში გადაამისამართებენ.
