"პარტია "ქართულ ოცნებას" განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია -
გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
"მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; „Heritage“ ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშრის ბევრ წევრ სახელმწიფოს"- ნათქვამია სტატიაში.
