საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციებით, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული
პრობლემები ვერ გადაწყდება.
„სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია არ ატარებს ისეთ პოლიტიკას ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და რეგიონის განვითარებას. მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაციებით პრობლემა ვერ გადაწყდება, მაშინ, როცა არსებობს კორუფცია, უმუშევრობა, ჯანდაცვის და განათლების პრობლემა“ - განაცხადა ვაშაძემ დაღესტანში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაზე საუბრისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენებს და არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესებისათვის რაიმე საფრთხის შექმნას.
„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და საქართველოს ინტერესების დაცვა“ - განაცხადა ვაშაძემ.
