პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა
 პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა
20:16 28.04.2020
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციები განიხილეს. ცვლილებები, რომელიც ეუთოს-რეკომენდაციებს ეყრდნობა, საარჩევნო კამპანიასთან, პარტიების დაფინანსებასთან, საარჩევნო პერიოდში მედიასთან, გენდერთან და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განიხილავს.
ბეჭდვა