NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. must carry-ის შესახებ კანონპროქტის მიღების თაობაზე 53%-მა არაფერი იცის.
კითხვაზე - იცოდით თუ არა, რომ საქართველოს პარლამეტმა მიიღო კანონპროექტი სახელად „must carry“, რომელიც ყველა საკაბელო მომწოდებელს ავალდებულებს გადასცეს ახალი ამბების მქონე ყველა სატელევიზიო არხი წინასაარჩევნო 60 დღიანი პერიოდის განმავლობაში - დადებითად მხოლოდ 31%-მა უპასუხა.
აღნიშნული 31%-დან ამ კანონპროექტს 46% ეთანხმება, 6% - არა, 44%-მა არ იცის, ხოლო 4%-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
გამოკითხულთა 47% ეთანხმება შეთავაზებას იმის შესახებ, რომ must carry-ის ვალდებულება გავრცელდეს არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდშიც. აღნიშნულ წინადადებას არ ეთანხმება 6%, ხოლო 44%-მა არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის პროცესში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.
