მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე და ამისათვის ძალისხმევას არ იშურებს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას აღებული აქვს პასუხისმგებლობა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე. ქართული სახელმწიფო მათ ყველა პირობას სთავაზობს და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ, აგრეთვე ნაბიჯები იდგმება ადგილზე მათი დახმარების კუთხითაც. კოვიდ 19 - ის გავრცელების პირობებში, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ არის სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი და შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რუხის კლინიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის კოვიდ 19 - ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით. ისინი რუხში, რასაკვირველია, სხვა სახის სამედიცინო მომსახურებასაც მიიღებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და რუხის კლინიკაც სწორედ ამ ამოცანას ემსახურება", - წერს ირაკლი ბერაია.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2941089905984849&id=1079363248824200
