დავით საყვარელიძე კრწანისის რაიონში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა
დავით საყვარელიძე კრწანისის რაიონში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა
16:21 05.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით საყვარელიძე დღეს კრწანისის რაიონში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, საყვარელიძე ექიმებს შეხვდა და ახალი სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს ესაუბრა.

მან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და შემდგომ, საჭიროების მიხედვით მოხდება მათი გადამისამართება შესაბამის კლინიკებსა და საავადმყოფოებში.

ბეჭდვა