გამგეობის თანამშრომელი სასამართლომ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებისთვის დააჯარიმა
გამგეობის თანამშრომელი სასამართლომ ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებისთვის დააჯარიმა
15:52 05.09.2012
გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი მარინე ჩითინაშვილი ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების გამო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ჩითინაშვილს თავის სამუშაო ოთახში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მასალა ჰქონდა გაკრული.

გურჯაანის №12-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შემდგარი სამართალდარღვევის ოქმი გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

„საქმის შესწავლის შემდეგ, სასამართლომ ჩითინაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა“-განუცხადეს „ნიუსპრესს“ ცესკო-ში.

ბეჭდვა