არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ლეიბორისტები მოქალაქეებს საბანკო სესხების ჩამოწერას პირდებიან
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ლეიბორისტები მოქალაქეებს საბანკო სესხების ჩამოწერას პირდებიან
15:31 05.09.2012
„ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს საბანკო სესხების ჩამოწერას პირდება.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისა და კომერციული ბანკების მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად, ბანკების მიმართ დავალიანებების მქონე მოქალაქეების რაოდენობამ 300 000 -ს მიაღწია, რაც ჯიბლაძის შეფასებით, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია.

„ჩვენი მიმართვების მიუხედავად, ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ნება საფინანსო ბეგარის ჩამოსაწერად, ამიტომ, „ლეიბორისტული პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ჩვენს თანამემამულეებს დანაშაულებრივად წარმოშობილი სესხები ჩამოეწერებათ“ - განაცხადა ჯიბლაძემ.


ბეჭდვა