NDI- ვანო მერაბიშვილის მთავრობის 4 წლიანი გეგმის შესახებ გამოკითხულთა 46%-მა არაფერი იცის
NDI- ვანო მერაბიშვილის მთავრობის 4 წლიანი გეგმის შესახებ გამოკითხულთა 46%-მა არაფერი იცის
15:11 05.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მთავრობის 4 წლიანი გეგმის შესახებ  გამოკითხულ მოქალაქეთა 46%-მა არაფერი იცის.

კითხვაზე - „4 ივლისს ვანო მერაბიშვილმა მთავრობის 4 წლიანი გეგმა წარადგინა, იცით თუ არა ამის შესახებ“ - 47%-მა დადებითად უპასუხა.

მერაბიშვილის გეგმიდან გამოკითხულთა 26% მნიშვნელოვნად 1000 ლარიან ვაუჩერს ასახელებს, 20% - სამუშაო ადგილების შექმნას, 19%- სოფლის მეურნეობას.

კვლევის თანახმად, მათგან ვინც 4 წლიანი გეგმის შესახებ ინფორმირებულია, გეგმას მხარს 85% უჭერს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის პროცესში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია

ბეჭდვა