NDI-ის კვლევის თანახმად, 52% ფიქრობს, რომ მერაბიშვილის დანიშვნით მთავრობაში პრემიერის როლი გაძლიერდება
NDI-ის კვლევის თანახმად, 52% ფიქრობს, რომ მერაბიშვილის დანიშვნით მთავრობაში პრემიერის როლი გაძლიერდება
15:04 05.09.2012
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპოდენტთა 63% პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

გამოკითხულთა 16% აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, 18%-მა არ იცის, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მთავრობაში პრემიერ-მინისტრის როლი გაძლიერდება, 2% მიიჩნევს, რომ დასუსტდება, ხოლო 15% ფიქრობს, რომ არ შეიცვლება, გამოკითხულთა 29%-მა - არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

ბეჭდვა