ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულ რესპოდენტთა 45-% ნაწილობრივ ეთანხმება
მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
კითხვაზე - „რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს“ - გამოკითხულთა 21% საერთოდ არ ეთანხმება, 15-% ნაწილობრივ არ ეთანხმება, 7% სრულიად ეთანხმება, ხოლო 10%-მა ამის შესახებ არაფერი იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.
