NDI-ის მიერ აგვისტოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, საპროტესტო აქციების
გამართვაში მხარს 16% დაუჭერს.
კითხვაზე „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს“ - გამოკითხულთა 62%-ის პასუხი უარყოფითია.
18-მა%-მა არ იცის დაუჭერდა თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხში, ხოლო 4-მა%-მა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევით შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.
