კვლევის თანახმად, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია
კვლევის თანახმად, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია
13:49 05.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედგების თანახმად, 2008 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში პენსიებთან და კორუფციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის პრეზენტაციისას NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ აღნიშნა, გამოკითხულთა აზრით, გაუარესებულია რუსეთთან ურთიერთობა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, ასევე პენსიების, ფასების ზრდა და ინფლაცია სახელდება.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ გაუარესებულია კომუნალური გადასახადები, 51%-ის აზრით, გაუარესებულია ტრანსპორტის ღირებულება.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ვითარება გაუმჯობესდა, ხოლო 49%-ის აზრით გაუარესდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევით შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

ბეჭდვა