სალომე სამადაშვილის თქმით, 2013 წელი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია
სალომე სამადაშვილის თქმით, 2013 წელი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია
12:38 05.09.2012
საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით 2013 წელი მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში  სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის მეორე ნახევრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე საქართველოს ახლო მეგობარი სახელმწიფო ლიტვა იქნება, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში გაიმართება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამიტისთვის საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იქნება. იმედი გვაქვს, რომ 2013 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შენგენის წევრ სახელმწიფოებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა“-განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას.

ბეჭდვა