კონსტანტინე ქავთარაძე - კარლ ბილდტის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალია
კონსტანტინე ქავთარაძე - კარლ ბილდტის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალია
12:29 05.09.2012
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთში კონსტანტინე ქავთარაძე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის თბილისში ვიზიტს  საქართველოსადმი მხარდაჭერის მკვეთრ სიგნალად აფასებს.

როგორც კონსტანტინე ქავთარაძემ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბილდტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა კი, საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

ქავთარაძის შეფასებით, კარლ ბილდტი სწორედ ის პოლიტიკოსია, რომელმაც საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

„მისი საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შვედეთი ევროკავშირში აღიარებულია როგორც ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა საქართველოს მხარდაჭერის ძალზე მკაფიო და მკვეთრი სიგნალია“ - განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ.

კარლ ბილდტი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალში მონაწილეობს.

ბეჭდვა