"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
13:01 03.03.2012
ბათუმში დღეს "თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა.
ოფისის პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"თავისუფალი საქართველოს ბათუმის ოფისს პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები როგორც საპარლამენტო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
როგორც "ნიუსპრესს" "თავისუფალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ალეკო შალამბერიძემ განუცხადა, არჩევნების პერიოდში აჭარაში არსებულ 330 საარჩევნო უბნიდან, ისინი თითოეულს მინიმუმ 2 დამკვირვებლით დააკომპლექტებენ.



ბეჭდვა