საქართველოს ელჩი ჩეხეთში ამბასადორიალს სასარგებლო ტრადიციად აფასებს
საქართველოს ელჩი ჩეხეთში ამბასადორიალს სასარგებლო ტრადიციად აფასებს
11:47 05.09.2012
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნინო ნაკაშიძე ამბასადორიალს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების  გადახედვის საშუალებად აფასებს.

როგორც ნინო ნაკაშიძემ სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე ამბასადორიალზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეკრება უკვე მეოთხედ ტარდება და ძალიან სასარგებლო და საჭირო ტრადიციაა.

დიპლომატის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საშუალებას იძლევა ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოში დაინერგა უცხოეთს უკეთესად გააცნონ.

„ყველა ამბასადორიალზე ის პრიორიტეტები განიხილება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს. ჩვენთვის ზოგადი ინფორმაციის კიდევ ერთხელ გადახედვა მნიშვნელოვანია, რადგან დიპლომატები ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას ვუზიარებთ“ - განაცხადა ნაკაშიძემ.

მისივე შეფასებით, მსგავსი შეხვედრები ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა.

სასტუმრო „რედისონში“ დღეს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა-ამბასადორიალი გაიხსნა, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

ბეჭდვა