მამუკა კუდავას თქმით, მიმდინარე ამბასადორიალი რუსეთის გააქტიურების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
მამუკა კუდავას თქმით, მიმდინარე ამბასადორიალი რუსეთის გააქტიურების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
11:45 05.09.2012

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით საერთაშორისო ფორუმებსა და სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის გააქტიურების გამო, ქართველი

 დიპლომატების წლევანდელი ამბასადორიალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ განუცხადა.

მისი თქმით, წლევანდელი ამბასადორიალი განსაკუთრებულია ასევე, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით,

ამბასადორიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და იმ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს, რომლებთანაც საქართველოს ინვესტიციებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი შეუძლია.

ბეჭდვა