არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ
10:59 05.09.2012
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET–ის კვლევითი ინტიტუტი, ლიბერალური აკადემია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დღეს წინასაარჩევნო  პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ აცნობეს, პროექტს ერთობლივად ოთხი ქართული ორგანიზაცია ახორციელებს და იგი USAID აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია გაიზარდოს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

პროექტის ფარგლებში იმუშავებს ვებ-გვერდი, რომელიც ამომრჩეველს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ორგანიზაციები ასევე წარადგენენ პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას და პოლიტიკური პარტიების დებატებს უმასპინძლებენ.

ბეჭდვა