რიჩარდ ნორლანდი - საქართველოში ჩემი პირველი ამოცანა მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ გაცნობა იქნება
რიჩარდ ნორლანდი - საქართველოში ჩემი პირველი ამოცანა მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ გაცნობა იქნება
10:34 05.09.2012

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ახალი ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა, საქართველოში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა იქნება.

ამის შესახებ მან თბილისში ჩამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში დაბრუნება. ქართულ სტუმართმოყვარეობას 1993 წელს უკვე გავეცანი. მოუთმენლად ველი შესაძლეობლობას, რომ კიდევ უფრო გავამყარო ურთიერთოებები აშშ-სა და საქართველოს შორის. ვიცი, რომ 1993 წელს საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, აქ ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი პირველი ამოცანა იქნება ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების უკეთ გაცნობა“- განაცხდა რიჩარდ ნორლანდმა და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება, რაც შეიძლება მეტი მოსაზრების მოსმენა პოლიტიკის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება საქართველოში.


რიჩარდ ნოლადნი თბილისში მეუღლესთან ერთად რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. იგი ელჩის მოვალეობის შესრულებას დღესვე შეუდგება. დღეს ნორლანდი საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს რწმუნებათა სიგელების ასლებს გადასცემს.

ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ელჩად ოფიციალურად ივლისის ბოლოს დაინიშნა. ის დიპლომატიურ სამსახურში უკვე 32 წელია მუშაობს. ნორლანდი საქართველოში აშშ-ს მეშვიდე ელჩია.


ბეჭდვა