სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალი დაიწყო
სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალი დაიწყო
10:28 05.09.2012
თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი უკვე დაიწყო.

იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გახსნა.

როგორც ვაშაძემ ამბასადორიალის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული შეხვედრის ტრადიცია სექტემბერში, პოლიტიკური წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს შეხვდნენ და უშუალოდ მათგან მიიღონ დავალებები საგარეო პოლიტიკური კუთხით არსებული ამოცანების განსახორციელებლად.

მინისტრის თქმით, წელს პირველად, ამბასადორიალი თემატურადაა დაყოფილი და მასზე ტერიტორიული მთლიანობის, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის და სხვა საკითხები განიხილება.

ამბასადორიალის გახსნის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია, 12:30 საათზე ქართველი დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების განხილვა. სიტყვით გამოვლენ, პოლონეთის, შვედეთის და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ამბასადორიალის პირველი დღის დასასრულს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ისაუბრებენ.

ბეჭდვა