სერგი კაპანაძის შეფასებით, წლევანდელ ამბასადორიალს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს
სერგი კაპანაძის შეფასებით, წლევანდელ ამბასადორიალს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს
10:08 05.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წლევანდელ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას - ამბასადორიალს  თემატურად ძალიან დატვირთულს უწოდებს.

როგორც სერგი კაპანაძემ სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი დატვირთულია. საქართველოს ელჩები და ხელისუფლების წამრომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე იმსჯელებენ.

„გვექნება საუბარი იმაზე თუ რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უნდა გვქონდეს შემდეგი წლის განმავლობაში. ღონისძიებას მინისტრები დაესწრებიან და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან დისკუსიას გამართავენ“- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, საინტერესოა, რომ ამბასადორიალს მაღალი რანგის სტუმრები ჰყავს. მათ შორის, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები.

სასტუმრო „რედიოსნში“ ამბასადორიალი უახლოეს წუთებში გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება.

ბეჭდვა