ამბასადორიალში საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი მიიღებს მონაწილეობას
ამბასადორიალში საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი მიიღებს მონაწილეობას
09:44 05.09.2012
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი დღეს სასტუმრო „რედისონში“ დაგეგმილ ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, აშშ-ს ელჩი დღეს მას რწმუნებათა სიგელის ასლს გადასცემს. მოგვიანებით, ელჩი რწმუნებათა სიგელების ასლს უკვე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადასცემს.

აშშ-ის სენატმა რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩად აპრილში დაამტკიცა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯონ ბასს ცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩის პოსტს 2009 წლის ბოლოდან იკავებდა.




ბეჭდვა