პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება
პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება
09:24 05.09.2012
პარიზში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიღებს მონაწილეობას.

დავითაია საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით უკვე გაემგზავრა. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას.

შერჩევის პროცედურის ფარგლებში დავითაია გაესაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებს მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან და ბოსნია-ჰერცოგოვინადან.

საფრანგეთიდან დავითაია აშშ-ში გაემგზავრება, სადაც „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე სასაუბროდ ამერიკის მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებს შეხვდება.

ბეჭდვა