საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ხვალ სასტუმრო „რედისონში“ დაგეგმილ ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, აშშ-ს ელჩი ხვალ მას რწმუნებათა სიგელის ასლს გადასცემს. მოგვიანებით, ელჩი რწმუნებათა სიგელების ასლს უკვე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადასცემს.
აშშ-ის სენატმა რიჩარდ ნორლანდი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩად აპრილში დაამტკიცა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯონ ბასს ცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ს ელჩის პოსტს 2009 წლის ბოლოდან იკავებდა.
