გურამ მაჭარაშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო 21 აპრილამდე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
გურამ მაჭარაშვილი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო 21 აპრილამდე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს
17:30 11.04.2020
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება იმ მოცემულობაზე თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში 21 აპრილის წინა დღეებში.



"საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი თუ რა კონკრეტული მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, 21 აპრილისთვის ალბათ, სავარაუდოდ, შეიძლება მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერ-ჯერობით კონსულტაციების დონეზეა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილია მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და აღნიშნული საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ ვითარებაზე, რაც იქნება 21 აპრილამდე და საჭიროების მიხედვით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.​



ბეჭდვა