თორნიკე რიჟვაძე: შემოვიფარგლე პოლიტიკური გაფრთხილებით იმ მიზეზის გამო, რომ პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში
თორნიკე რიჟვაძე: შემოვიფარგლე პოლიტიკური გაფრთხილებით იმ მიზეზის გამო, რომ პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად დაბრუნდა ბიუჯეტში
17:54 09.04.2020
ხულოს მუნიციპალიტეტში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოიფარგლა.

"შესაბამისად, მომავალში, კიდევ ერთხელ, იმ პოზიციაზე ვრჩებით, ასეთ ფორს-მაჟორულ გარემოებაში, როდესაც ქვეყანას უჭირს დაუშვებელია პრემიების გაცემა და წახალისება. გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე და მყისიერად მოხდა გაცემული პრემიების დაბრუნება ბიუჯეტში“-განაცხადა რიჟვაძემ.
ბეჭდვა