"9 აპრილი არის გმირობის დღე"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წამომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ტვ "იმედის" გადაცემაში "ქრონიკა" განაცხადა. მისივე თქმით, 1989 წლის 9 აპრილს 2 წლის შემდეგ შედეგად
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოყვა.
"9 აპრილი არის გმირობის დღე. 9 აპრილი არის ტრაგიკული დღე თუმცა, ეს არის ასევე, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და სწორედ, 1989 წლის 9 აპრილმა 2 წლის შემდეგ, შედეგად მოიტანა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა", - განაცხადა კობახიძემ.
