ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
ქდმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
15:21 04.09.2012
„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია დღეს გომბორის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მან ადგილობრივებს პარტიის პროგრამა და პრიორიტეტბი წარუდგინა.

ჯაბა სამუშიას განცხადებით, აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას უგზოობა წარმოადგენს.

„მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ მოიხსნან ვარდისფერი სათვალე და დაინახონ რეალობა, თუ რა პირობებში უწევს ხალხს ცხოვრება, 21-ე საუკუნეში აქ გზა არ არსებობს“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ არჩევნებში ქდმ-ს გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემას აუცილებლად მოაგვარებენ.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ კი, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. ატსტუპნიკები მოინახულა და მათ პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.


ბეჭდვა