პარტია „ახალი მემარჯვენეები“ მთელი საქართველოს მასშტაბით „მშვიდობის მარშს“ იწყებენ.
პარტიის ლიდერთა განცხადებით, მარში სააგიტაციო ავტობუსის საშუალებით ჩატარდება, რომელიც პარტიის საარჩევნო ნომრითა და სიმბოლიკითაა გაფორმებული.
პარტიაში აცხადებენ, რომ „მშვიდობის მარში“ აღმოსავლეთიდან დასავლეთით - დედოფლისწყაროდან სარფამდე მთელ საქართველოს მოიცავს და ქუთაისში დასრულდება.
„ჩვენ ამ მარშს, რომელსაც ავტობუსით განვახორციელებთ „მშვიდობის მარში" დავარქვით, რადგან დღეს ქართულ პოლიტიკას, საქართველოს მომავალ პარლამენტს სწორედ ის სტაბილურობა და სიმშვიდე, სწორედ ის „შუა“ დამაბალანსებელი სჭირდება, რომელიც "ახალ მემარჯვენეებს" შეგვიძლია მოვიტანოთ“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
