ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ პროექტს - „საარჩევნო ტელედაიჯესტს“ ახორციელებს, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კომისია უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
როგორც დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფისა და ცესკო-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრაზე, პროექტის წინასწარ პრეზენტიციაზე აღნიშნა, იგი მიზნად ისახავს ამომრჩევლის უკეთ ინფორმირებას და მისი სამიზნე აუდიტორიაა როგორც ქართულენოვანი ასევე, რუსულ და ინგლისურენოვანი პირები.
„საარჩევნო ტელედაიჯესტი“ ყველა ძირითად საინფორმაციო საშუალებაში გასული სატელევიზიო სიუჟეტებით მზადდება და ვიდეო პორტალ www.myvideo.ge-ზე თავსდება, საიდანაც დაინტერესებულ პირს მისი გადმოტვირთვა შეუძლია.
დაიჯესტი მზადდება, როგორც ქართულ, ისე ინგლუსურ და რუსულ ენებზე. ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით, დაიჯესტი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით შუქდება.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვიულმა აღნიშნა, ამავე პრინცნიპით იგეგმება წინასაარჩევნო დებატების გაშუქებაც.
