შატბერაშვილი თავშესაფრის ბინადრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს
შატბერაშვილი თავშესაფრის ბინადრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს
16:32 03.09.2012
„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში იოსებ შატბერაშვილი ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, საპატრიარქოს თავშესაფარში შესახლებულ უსახლკარო ოჯახებს შეხვდა.

შატბერაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს არ მიეწოდებათ სასმელი წყალი, შესამაბის სამსახურს არ გააქვს ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები. მისი შეფასებით, ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ ტერიტორიის მახლობლად რკინიგზაზე დასაქმებულ ჩინელ მუშებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი ნორმალური ცხოვრებისთვის.

„დაუყოვნებლივ მოვითხოვ დედაქალაქის მერიისგან, დროულად მოაგვარონ არსებული პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი აქცია დედაქალაქის მერიასთან გაიმართება”-განაცხადა შატბერაშვილმა.

ბეჭდვა