სპორტის სამინისტროსთან აქცია - „მეტი სარგებელი ვლადიმერს“ გაიმართა
სპორტის სამინისტროსთან აქცია - „მეტი სარგებელი ვლადიმერს“ გაიმართა
16:00 03.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით - „მეტი სარგებელი ვლადიმერს“ გამართა.

ახალგაზრდები სამინისტროსთან საყვირებთ მივიდნენ და სხვადასხვა ქალაქში დაარსებული ახალგაზრდული ცენტრების შენობების ფოტოები მიიტანეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ათასობით ლარი, რომელიც ახგალგაზრდული ცენტრების დასაფინანსებლადაა გამოყოფილი, სპორტისა და ახალგაზადრობის საქმეთა მინისტრს ვლადიმერ ვარძელაშვილს „ჯიბეში მიაქვს“.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ცოტნე ზურაბიანი თქმით, მინისტრმა ვარძელაშვილმა საკუთარ თავს 6 ათასი ლარის ოდენობის პრემია გამოუწერა.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელს ნათია მოგელაძეს, ნუ დაინტერესდება „ქართული ოცნების“ გადარიცხვა-გადმორიცხვებით, არამედ დაინტერესდეს სად მიაქვს ეს ფული ვარძელაშვილს. ასევე, მოვუწოდებთ ვარძელაშვილს, თავი დაანებოს ზონდერობას, ჩამოვიდეს სამტრედიიდან, სადაც ის კალაძის მხარდამჭერებს დევნის. თუ არ ჩამოვა ჩვენ ჩავალთ და სადაც უნდა იყოს, პირადად მოვთხოვთ პასუხს“ - განაცხადა ზურაბიანმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, დადგინდეს სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობა.

ბეჭდვა