არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
11:51 25.03.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენთან COVID19-თან დაკავშირებული ვითარება და ღონისძიებები, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯები განიხილა.

ადამ კინზინგერმა, რომელიც აშშ კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე ეტაპზე სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.​


ბეჭდვა