პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო
საკითხებში მინდია გულუა საქართველოში ოთხი გრანდიოზული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
როგორც ბაღათურიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, გულუამ „თბილისის წყლის“, „თელასის“ და „ყაზტრანსგაზის“ ყიდვა გადაწყვიტა.
როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტს განხორცილების მიზანი ყველა კომუნალური გადასახადის განახევრება და დაგროვილი გასახადების ჩამოწერაა.
„ამ პროექტის განხორცილება 15 სექტემბრისთვის დაიწყება, რის შემდეგაც კომუნალური გადასახადების ტარიფები განახევრდება. თუ დღეს ბუნებრივი აირის გადასახადი 56 თეთრია, ის 23 თეთრამდე შემცირდება, წყლის ფასი, რომელიც 3,5 ლარს შეადგენს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთათვის 50%-ით შემცირდება, ყველა დანარჩენისთვის კი 30%-ით“- განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ყველა ეს კომპანია დღეისთვის პრობლემაა და მინდია გულუამ სწორედ ამ პრობლემის ყიდვა გადაწყვიტა.
