უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად საკონსულო აღრიცხვაზე უნდა იყოს ან რეგისტრაცია უნდა გაიაროს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, თუ მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, მას შეუძლია 10 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანში.
„ამ წესით დარეგისტრირებული ამომრჩევლები შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს სიაში შეჰყავს და 11 სექტემბრის ჩათვლით ცესკოსა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს“ - აღნიშნულია კომისიის განმარტებაში.
