პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, გარეშე პირები კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ქართულ დასს“ შორის ურთიერთობების ჩაშლას ცდილობენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განაცხადა, გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულ პარტიებს შორის „შავმა კატამ გაირბინოს“.
„დღეს ბევრი ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ივანიშვილისგან მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ არიან ისინი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოკავშირეები ვიყოთ და ერთობლივი ძალებით დავამარცხოთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი“ - განცახდა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის ერთიანობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი და არსებული რეჟიმის დამარცხებისთვის აუცილებელი საკითხია.
