საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
12:17 03.09.2012
საქართველოს 6 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდაძის თქმით, რასმუსენის ვიზიტი ერთდღიანია, რომლის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შეკრებაზე. ამბასადორიალი 5-7 სექტემბერს იმართება.

ვიზიტის ფარგლებში, რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი ქართულ ბატალიონსაც შეხვდება, რომელიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება 


ბეჭდვა