„ქართულ ოცნებაში“ ცესკო-ს შეთავაზებას სასაცილოს უწოდებენ
„ქართულ ოცნებაში“ ცესკო-ს შეთავაზებას სასაცილოს უწოდებენ
12:14 03.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნების“ ლიდერი ცესკო-ს მიპატიჟებაზე უარს აცხადებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის  პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს შეთავაზება ბიძინა ივანიშვილის მიმართ კომისიაში მისვლასთან დაკავშრებით სასაცილოა.

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ნეიტრალური ორგანო და იგი პოლიტიზებულია. ფანჯიკიძის განმარტებით, ეს მაშინაც გამომჟღვანდა, როცა, კომისიამ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ ნომერი 7 არ მიანიჭა.

„მახსოვს ხარატიშვილის ირონიული განცხადება- მოვიდეს „ქართული ოცნება“ და ვასწავლი ნომერი როგორ უნდა შეინარჩუნოსო. მიუხედავად ამისა, მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ სირთულეებს აცდენოდა. ახლა კი, თავისი საქმიანობის გასაცნობად ბიძინა ივანიშვილს ცესკო-ში იწვევეს. მან უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქ არ მივა“ - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ზურაბ ხარატიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ცესკო-ში მისვლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის გასაცნობად შესთავაზა.

ცესკოში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მიუკერძოებელი და ობიექტურია.

ბეჭდვა