საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ აქცია თელავში 9 სექტემბერს გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა
მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, თელავში „ქართული ოცნების“ აქცია 17.00 საათზე ჩატარდება.
მისივე თქმით, 15 სექტემბერს აქცია დაგეგმილია ახალციხეში, რომელიც ასევე, 17.00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება სამეგრელოს, ზუგდიდში აქცია 22 სექტემბერს 16.00 საათზეა დაგეგმილი.
