გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული, მედიას არ ზღუდავს
გიორგი გახარია:  საგანგებო მდგომარეობა, რომელიც  ქვეყნის მასშტაბით არის გამოცხადებული, მედიას არ ზღუდავს
17:45 21.03.2020
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ზღუდავს მედიას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება - დაიცვან პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


"საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ზღუდავს მედიას, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება - დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, სხვა შეზღუდვები მედიას არ ექნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბეჭდვა