არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას სთხოვს
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას სთხოვს
10:45 03.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილი სარჩელის განხილვას სთხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“კოალიციიდან აცნობეს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ხელისუფლების ანტი-დემოკრატიული დამოკიდებულების ერთ-ერთი მაგალითი პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებია.

კოალიციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პოლიტიკურმა პარტიებმა - „თავისუფალი საქართველო“, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ და სხვებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის ანტი-კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეიტანეს.

„სასამართლო 3 თვის მანძილზე სარჩელის განხილვის დაწყებას აჭიანურებს. მიზეზი კი ისაა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე აღნიშნული ორგანული კანონით დადგენილი ნორმების ანტი-კონსტიტუციურად ცნობა არ მოხდეს, რადგანაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე ამ მხრივ ხელისუფლებისა თუ სახელმწიფო ძალოვანი სტუქტურების ანგარისწორება უკვე შეუძლებელი იქნება“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში.

კოალიციაში „ჩვენი უფლებებისთვის“ შემავალი უფლებადამცველი ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული სარჩელის განხილვის უმოკლეს ვადაში დაწყებისკენ მოუწოდებს.

ბეჭდვა