დავით ბაქრაძე აშშ-ში „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება
დავით ბაქრაძე აშშ-ში „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება
10:33 03.09.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ-ში „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება.

ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში უკვე გაემგზავრა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ლიდერთა საერთაშორისო ფორუმსაც დაესწრება. გარდა ამისა, სენატსა და კონგრესში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მთავარი განსახლილველი საკითხები საქართველოში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყნის უსაფრთხოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა.

„ყრილობაზე ბარაკ ობამას, როგორც პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ოფიცილაურად წარდგენა მოხდება. ასევე, ყრილობის ფარგლებში „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ლიდერთა საერთაშორისო ფორუმს გამართავს. ვფიქრობ, არ სჭირდება განმარტება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს პოლიტიკური ელიტა მუდმივად იყოს ინფორმირებული საქართველოში არსებული სიტუაციისა და აქ მიმიდნარე პროცესების შესახებ“- აღნიშნა ბაქრაძემ.

ბეჭდვა