სოფელ ლაფანყურის ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელი სოლომონ წიკლაური დღეს საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დაკრაძალეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მიუსამძიმრეს. დაკრძალვის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღაჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
იოსებ წიკლაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, რომელიც მის ოჯახს გადაეცა.
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 3 ქართველი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ.
