კაციტაძე გასვლით შეხვედრას მცხეთაში გამართავს
კაციტაძე გასვლით შეხვედრას მცხეთაში გამართავს
10:45 03.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ წარმომადგენლობაში გასვლით შეხვედრას გამართავს.  

როგორც "ნიუსპრესს" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, კაციტაძე რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნობა.

რეგისტრატორთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები მსგავს შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართვენ. გუშინ კაციტაძე ამ მიზნით ქვემო ქართლს სტუმრობდა.

ბეჭდვა