გიორგი გუგავა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
გიორგი გუგავა ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
16:35 01.09.2012
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გუგავა, დღეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო.

გუგავა მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უფასო განათლებასა და ჯანდაცვას დაჰპირდა.

„ჩვენ დავამარცხებთ ნაძალადევში ძალადობას, გავათავისუფლებთ ქვეყანას ტირანიისგან და დავამყარებთ სოციალურ სამართლიანობას. შევამცირებთ ტარიფებს, იქნება უფასო განათლება, ასევე უფასო გახდება ჯანდაცვა და შეიქმნება სამუშაო ადგილები“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ბეჭდვა