სალომე ზურაბიშვილი: თუ შეწყალების შესახებ მომმართავენ, მივიღებ, ვნახავ, გავეცნობი
სალომე ზურაბიშვილი: თუ შეწყალების შესახებ მომმართავენ, მივიღებ, ვნახავ, გავეცნობი
18:56 09.03.2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით არსებობს ახალი წესები, რომლის მიხედვითაც შემდეგი შეწყალება განხორციელდება.

მისივე თქმით, პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა და თუ მიმართავენ, ის მიმართვას მიიღებს და გაეცნობა.

„მიღწეული შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია. შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც წელს მივიღეთ. რა მოთხოვნაც შემოვა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, ვნახავ, წავიკითხავ, გავეცნობი.

არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბეჭდვა