გიორგი მარგველაშვილი: მაჟორიტარობას არ ვაპირებ
გიორგი მარგველაშვილი: მაჟორიტარობას არ ვაპირებ
16:23 09.03.2020
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატის სამუშაო შეხვედრაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა. რა თქმა უნდა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ საუბარი იქნება, მაგრამ მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას.

თუმცა, ნამდვილად შევეცდები, რომ პოლიტიკურ პროცესს შევემატო, ხოლო რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რომ საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია“-განაცხადა მარგველაშვილმა.

ბეჭდვა