გოგა ხაჩიძის გადადგომას გარემოს დაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
გოგა ხაჩიძის გადადგომას გარემოს დაცვის  სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ
14:26 01.09.2012
გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დღეს თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

პრესსამსახურის ინფორმაციითვე, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გახდება ცნობილი, აქედან გამომდინარე კი, მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციის სისწორეც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

სავარაუდოდ, გოგა ხაჩიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი და სწორედ ამის გამო დატოვა თანამდებობა.

ბეჭდვა